ისტორია

   ანზორ მელია 1947 წლის 5 აგვისტოს დაიბადა ქ. ზუგდიდიში, სამედიცინო განათლება მოსკოვში მიიღო და 1986 წელს აქვე დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია. 1986-1996 წლებში იგი ქალაქის I საავადმყოფოში ხელმძღვანელობდა კარდიოლოგიურ განყოფილებას, ხოლო 1996 წლის აპრილიდან ხელმძღვანელობს კარდიოლოგიურ კლინიკა “გულს”. არის საქართველოს კარდიოლოგთა ასოციაციის და ევროპის კარდიოლოგთა ასოციაციის საპატიო წევრი, გამოქვეყნებული აქვს 50-მდე სამეცნიერო პუბლიკაცია. 2005წ-ს მიღებული აქვს ღირსების ორდენი.

   1992 წელს ანზორ მელიას თაოსნობით გაიხსნა საქართველოში პირველი კერძო სამედიცინო დაწესებულება-დიაგნოსტიკური ცენტრი “ვაგი,” რომლის ბაზეზც გაიზარდნენ დღეს უკვე ცნობილი კარდიოლოგები: თამაზ შაბურიშვილი, გიგი ხაბეიშვილი, ლევან მეტრეველი და სხვები. დიაგნოსტიკურმა ცენტრმა დასაბამი მისცა იდეას გახსნილიყო კარდიოლოგიური სტაციონარიც, რაც ანზორ მელიამ რეალობად აქცია 1996 წელს კარდიოლოგიური კლინიკა “გულის” სახით.

   კარდიოლოგიური კლინიკა “გული” იყო პირველი არასახელმწიფო კლინიკა დანგრეულ და გაურკვეველი პერსპექტივების მქონე საქართველოში; ეს იყო ცდა დასავლური ღირებულებების, საბანკო სტრუქტურების და პროფესიული ენთუზიაზმის სწორი გამოყენებით შექმნილიყო თანამედროვე სტანდარტების მქონე მაღალკვალიფიციური კარდიოლოგიური სამსახური. ანზორ მელიას და მის მიერ შექმნილი გუნდის დაუზოგავი შრომისა და ენთუზიაზმის შედეგად ჩამოყალიბდა ცენტრი, რომელიც დაარსების დღიდან ერთი ნაბიჯით უსწრებს ჩვენს დღევანდლობას. კლინიკა აღჭურვილია თანამედროვე აპარატურით და დაკომპლექტებულია ახალგაზრდა, ნიჭიერი, ენთუზიასტი ექიმებით, რომელთაგან ბევრს საზღვარგარეთ აქვთ მიღებული გამოცდილება. ექიმთა პროფესიონალიზმი და  მომსახურების მაღალი ხარისხი არის ის მიზეზი, რომლის გამო კლინიკა არ უჩივის ავადმყოფთა სიმცირეს.

  წელს მან დაარსებიდან თხუთმეტი წლის იუბილე იზეიმა. ამ ერთი შეხედვით მოკლე დროში ანზორ მელიამ მოახერხა დაეძლია უამრვი წინაღობა და ჩამოეყალიბებინა ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ სამედიცინო სამსახური ქვეყანაში, რომელმაც ისტორიული თარიღები ჩაწერა საქართველოს მედიცინის ისტორიაში. ასეთ მოვლენებია პირველი კარდიოვერტერ-დეფიბრილატორის და რესინქრონიზატორის იმპლანტაცია, რაც მსოფლიო კარდიოლოგიაშიც მედიცინის ერთ-ერთ დიდ მიღწევად ითვლება. პირველი ასეთი მოწყობილობები 2003წ-ს ამ კლინიკაში ჩაინერგა და დღემდე ყველზე ბევრი იმპლანტაციები აქ ტარდება.

   ანზორ მელია დღითი-დღე აფართოვებს კარდიოლოგიური მომსახურების ქსელს. ამის დასტურია დიაგნოსტიკური ცენტრი, რომელიც 2005წ-ს ზუგდიდში გახსნა. ეს უკანასკნელი არც დიზაინით და არც მომსახურების ხარისხით არ ჩამოუვარდება თბილისში არსებულ კლინიკას. ერთ-ერთ ურთულეს რეგიონში ევროპული სტანდარტების შესაბამისი ცენტრის გახსნისთვის, ბატონ ანზორ მელიას პრეზიდენტმა მ. სააკაშვილმა ღირსების ორდენით დააჯილდოვა.